logo
ENG



პერსილისა და არიელის სასაქონლო ნიშნის გაყალბებისთვის ერთი პირია დაკავებული

28 მაი 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელია დაკავებული.

ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა" და „არიელის" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული, „პერსილისა" და „არიელის" სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.

დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა