logo
ENG



მრევლის ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა - კათოლიკეებმა აღდგომის დღესასწაული ცარიელ ეკლესიაში აღნიშნეს

12 აპრ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ აღდგომის დღესასწაული მრევლის გარეშე აღნიშნა.

ღვთისმსახურები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და ექიმების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რადგან მრევლის ჯანმრთელობა პირველ ადგილასაა.

"ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, კონკრეტული დეკრეტი გამოიცა, რაც ითვალისწინებდა მრევლის გარეშე აღვლენას სადღესასწაულო ღვთისმსახურებებისა. რაც შეეხება საპასექო ღამისთევას, რომელიც ძალიან მნისვნელოვანია, გუშინ მოხდა ამის აღვლენა საკათედრო ტაძარში და ის პირდაპირი ტანსლაციით გადაიცა. მიმაჩნია, რომ თუნდაც მტკივნეულია ეს ყოველივე, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება თავად მორწმუნეთა სასარგებლოდ", - აცხადებენ ღვთისმსახურები. 


close დახურვა