logo
ENG



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: დიპლომატების მონაცემთა დაცვის ზომებს შევისწავლით

12 ივნ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/12/edaov23wxoby1lv.jpg

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილების საჯარო სივრცეში აღმოჩენის შესახებ აცხადებს, რომ სამსახურმა პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა დაიწყო.

სამსახურის ცნობით, პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტების სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის ფაქტზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური საზოგადოებასა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის.

"მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა. ასევე, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს საზოგადოებისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პირადი მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრებისა და საბანკო გადარიცხვების ინფორმაციის შემცველი ათასობით ფურცელი თბილისში, ქუჩაში იპოვეს.

პოლიციამ დაკითხა იმ კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ამ დოკუმენტაციაზეა პასუხისმგებელი. ის აცხადებს, რომ ეს გადასაყრელად გამზადებული, ჩამოწერილი ფაილებია.

 

close დახურვა