logo
ENG



საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ინფორმაციის შემცველი ფაილები ქუჩაში იპოვეს

12 ივნ 202210:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პირადი მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრებისა და საბანკო გადარიცხვების ინფორმაციის შემცველი ათასობით ფურცელი თბილისში, ქუჩაში იპოვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რიგითი მოქალაქეების ხელში არ უნდა მოხვედრილიყო და სუს-ს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

პოლიციამ დაკითხა იმ კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ამ დოკუმენტაციაზეა პასუხისმგებელი. ის აცხადებს, რომ ეს გადასაყრელად გამზადებული, ჩამოწერილი ფაილებია.

 

close დახურვა