კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომავალ მოლაპარაკებებზე სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის თემას განიხილავენ.
პესკოვის განცხადებით, ეს ბაზა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კრიტიკულ ელემენტს წარმოადგენს. მისი თქმით, საინტერესო იქნება სომხეთის პოზიციის მოსმენა.
აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთში ვიზიტი დიდი ხანია შეთანხმებულია და კრემლი ამისთვის ემზადება. პესკოვის განცხადებით, მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ერევნის მიერ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ორიენტაციის არჩევის საკითხი იქნება.
"ევროკავშირისკენ ორიენტაცია და, ამავდროულად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სურვილი ერთმანეთთან შეუთავსებელია", - აღნიშნა პესკოვმა.
