კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის "უნიკალური ურთიერთობაა". ამის შესახებ მან ბელარუსულ ტელეკომპანიას ინტერვიუს დროს განუცხადა.
"ალექსანდრე გრიგორიევიჩს აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობა აქვს ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ [...] მათ ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და რაც ხდება ჩვენს გარშემო ისე, როგორც არავის სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრ გრიგორიევიჩს გული არანაკლებ სტკივა, ვიდრე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ", - თქვა პესკოვმა.