logo
ENG



პესკოვი აცხადებს, რომ ბაიდენის განცხადების მიუხედავად, რუსეთ-აშშ-ს დიალოგი აუცილებელია

29 მარ 202216:29
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი აცხადებს, რომ ბაიდენის განცხადების მიუხედავად, რუსეთ-აშშ-ს დიალოგი აუცილებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი კვლავ საჭიროა, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბოლო განცხადებებისა, რომელიც "აზიანებს ურთიერთობებს".

"პირადმა შეურაცხყოფამ არ შეიძლება, არ დატოვოს თავისი ნეგატიური კვალი სახელმწიფოს მეთაურთა ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა, დიალოგი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან, [რუსეთსა და აშშ-ს] მოუწევთ საუბარი სტრატეგიული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე, რომელთა განხილვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია", - თქვა მან.

26 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს. 

თეთრმა სახლმა მოგვიანებით ბაიდენის გამოსვლის ეს მონაკვეთი განმარტა.

"პრეზიდენტი იმას გულისხმობდა, რომ დაუშვებელია, პუტინი მისი მეზობლების ან რეგიონის წინააღმდეგ ძალას იყენებდეს. ის არ საუბრობდა რუსეთში პუტინის ხელისუფლებისა ან რეჟიმის ცვლილებაზე“, - აცხადებს თეთრი სახლი.

 

 
 

close დახურვა