logo
ENG



პესკოვი ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე: გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

25 აგვ 202014:32
3 წუთის საკითხავი
clock 371

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან, მისი თქმით, ამის საფუძველი არ არსებობს. 

"გამოძიების დაწყებისთვის მიზეზი უნდა არსებობდეს. ამ წამს მხოლოდ ვიცით, რომ პაციენტი კომაშია", - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვი ამბობს, რომ ბერლინის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ომსკის საავადმყოფოს ექიმებმაც იცოდნენ. 

რუსი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო. 

24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება "აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის" ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკვე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ნავალნის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ. 


close დახურვა