logo
ENG



პესკოვი ოვსიანიკოვაზე: მისი საქციელი ხულიგნობაა

15 მარ 202214:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/ym8og663lyrvhy5.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული პირველი არხის რედაქტორის საქციელი "ხულიგნობა" იყო. მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.

"რაც შეეხება იმ გოგონას, მისი საქციელი ხულიგნობაა", - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, არხი და საჭირო ორგანოები გამოძიებაში უკვე ჩართულები არიან.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა. მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვას წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ჰყვება, რომ რცხვენია პროპაგანდაზე მუშაობის გამო. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ადვოკატებმა მისი ადგილსამყოფელი არ იციან.


close დახურვა