კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
"ნატოს კიდევ ერთი გაფართოება არ ხდის ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს".- თქვა პესკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააანალიზებს ალიანსში ფინეთის შესვლის ვითარებას და რუსეთის პასუხი დამოკიდებული იქნება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებზე ქვეყნის საზღვართან.
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.
როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.
ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.