logo
ENG



პესკოვის თქმით, აშშ-ის მონაცემები რუსეთის დანაკარგების შესახებ უსაფუძვლოა

02 მაი 202316:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/v6b0xvf6n1tg1zp.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მონაცემები რუსეთის დანაკარგების შესახებ უსაფუძვლოა.

"რიცხვები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ვაშინგტონს არ აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს კონკრეტული რიცხვები, მათ არ გააჩნიათ ასეთი მონაცემები. საჭიროა, მხოლოდ იმ რიცხვებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დროულად აქვეყნებს", - თქვა პესკოვმა.

გუშინ, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.

ამასთან, კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისი თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა