logo
ENG



პესკოვის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა

01 ივნ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

პესკოვის თქმით, მსგავსი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართვის შესახებ სურვილის გაღვიძებას.

"ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. ჩვენ ვთვლით, რომ აშშ მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. შეერთებული შტატები, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. მსგავსი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ ვართ ჩვენ განწყობილი ამის მიმართ, რა თქმა უნდა, ნეგატიურად", - თქვა პესკოვმა.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა უკრაინას "მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას" მიაწოდებს, რადგან უკრაინის ომი რუსეთთან ისევ გრძელდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ახალი იარაღი უკრაინულ მხარეს საშუალებას მისცემს უფრო ზუსტად ამოიღოს მიზანში ობიექტები ბრძოლის ველზე.


close დახურვა