logo
ENG



პესკოვის თქმით, პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის

07 მაი 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/wg3dg1how8b4yjd.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გამოცემა Ria-ს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის "საზღვარი აღარ იქნება", ხოლო ორი ქვეყნის მოსახლეობა ერთად შეძლებს "ააშენო სსაერთო ბედნიერება და ძალა".

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინელ ლტოლვილებს საზღვრები გაუხსნა და მილიონობით ადამიანი შეიფარა. ამავე დროს, რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომლებიც "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს უკანონოდ შეიერთა ყირიმი. 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კი, რომელიც მხარს უჭერს პუტინის გეგმას, არ გამორიცხა, რომ რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს ერთად მოუწევთ პოლონეთის წინააღმდეგ ბრძოლა, "რომელსაც დასავლეთ უკრაინის წართმევა სურს".

"არ შევაფასებდი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებს. ის, რომ პოლონეთისგან საკმაოდ მტრული რიტორიკა ისმის, ტრადიციულია და დიდი ხანია მეგობრული არ ყოფილა. მაგრამ ბოლო თვეებში გახდა მტრული. და ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის პოლონეთიდან შესაძლოა საფრთხე მოდიოდეს - ესეც აშკარა ფაქტია", - თქვა პესკოვმა.


close დახურვა