logo
ENG



პესკოვის თქმით, პუტინი, შესაძლოა, ახლო მომავალში ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს

15 იან 202413:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/czovqcxds4ywg0v.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ახლო მომავალში ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს.

"ვლადიმერ პუტინს აქვს მოწვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი შედგება და ახლო მომავალში რუსეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვევა", - აღნიშნა მან.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით დღეს ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ის რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა მიიწვია.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული იარაღისა და რაკეტების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე დაიწყო.


close დახურვა