logo
ENG



პესკოვის თქმით, პუტინი აზრს არ შეიცვლის ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ

27 მარ 202316:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/p1g1blqevuzal60.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზრს არ შეიცვლის ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

"დასავლეთის ასეთი რეაქცია რუსეთის გეგმებს, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის. პრეზიდენტმა [პუტინმა] ყველაფერი ახსნა საკუთარ განცხადებებში, რომელიც მან შაბათს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, დასამატებელი არაფერია", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

25 მარტს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Russia 24-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.


close დახურვა