logo
ENG



პეტრეუსი: ვფიქრობ, უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება

03 ივნ 202318:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/9uz8w14084wa9xj.jpg

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ამერიკელი გენერლის, დევიდ პეტრეუსის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

"ვფიქრობ, უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება. უკრაინელები საკმაოდ კატეგორიულები არიან, მათთვის გამარჯვება ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს. დახურულ კარს მიღმა არ მიმდინარეობს არანაირი დისკუსია იმის შესახებ, რომ მათ [უკრაინელებმა] შესაძლოა, უარი თქვან [კონტრშეტევაზე]. მათ გადაწყვეტილი აქვთ, სრულად გაათავისუფლონ თავიანთი ქვეყანა", - თქვა ამერიკელმა გენერალმა.

პეტრეუსი ამბობს, რომ ამ საკითხში ამერიკული მხარის ამოცანაა, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს პუტინი, რომ ამ ომს მისთვის პერსპექტივა არ აქვს. მისი თქმით, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე დახმარება, არამედ უფრო მკაცრი სანქციები და ექსპორტის კონტროლის გზები.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.


close დახურვა