logo
ENG



პიანტკოვსკი: ივანიშვილს მალე აცნობებენ, რომ სანქციები უკრაინის გარდა ამერიკამაც დაუწესა

05 ნოე 202218:55
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანდრეი პიანტკოვსკიმ ფორმულას ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქციებს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ ამერიკისგანაც უნდა ელოდოს.

პიანტკოვსკის თქმით, მას კონტაქტი აქვს ანდრეი ერმაკთან და მაიკლ მაკფოლთან, იცის, როგორ მუშაობს სანქციების შემუშავებაზე მათი ერთობლივი ჯგუფი და ერთ-ერთის სიაში მოხვედრა მეორე მხარის სანქცირებულთა სიაში მოხვედრასაც მოასწავებს.

ამის შესახებ ანდრეი პაინტკოვსკიმ ფორმულას ეთერში გადაცემაში გლობალურ პოლიტიკა ისაუბრა.

მისი თქმით, ერთადერთი რისი გაკეთებაც ახლა ივანიშვილს შეუძლია პარიზში წასვლაა.

„რა თქმა უნდა [ივანიშვილს სანქციები] ელოდება. სანქციების შემუშავება ერმაკ-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება. ერმაკი გახლავთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მაკფოლი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი სანქციების საკითხებში. ისინი ერთად განიხილავდნენ ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში შეყვანის საკითხს. გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში მაკფოლი, ისევე როგორც ერმაკი შეიყვანს მას [ივანიშვილს] ამერიკის სანქციების სიაში. ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ამ ძალიან მდიდარ ადამიანს შეიძლება მივცეთ არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს პარიზში“, – განაცხადა პიანტკოვსკიმ.

ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, მას ერმაკთან და მაკოფლთან კონტაქტი აქვს და მისი თქმით, სანქციების ობიექტი თუ ერთი ქვეყნის სიაში აღმოჩნდება მას სანქციებს მეორე ქვეყანაც დაუწესებს.

პიანტკოვსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში შეყვანის ფორმალური პროცედურები დაწყებულია და ივანიშვილს მალე აცნობებენ, რომ "არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც შემოიღო სანქციები მის წინააღმდეგ".

"მე კონტაქტი მაქვს ამ ორივე ფიგურასთან - ერმაკთან და მაკფოლთან, რომლებიც მუშაობენ ამ სიაზე. ვიცი ერმაკ-მაკფოლის კომისიაში რაც ხდება და თუ მოხვდა [სიაში] ერთ მხარეს, მეორე მხარესაც აღმოჩნდება სანქციების სიაში. უბრალოდ ამერიკაში სანქციების სიაში შეყვანა მოითხოვს მთელ რიგ ფორმალურ პროცედურებს, რომლებიც ახლა ხორციელდება და გადაეცით ბატონ ივანიშვილს რომ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც შემოიღო სანქციები მის წინააღმდეგ, ძალიან მალე მას ამას აცნობებენ“, - განაცხადა პიანტკოვსკიმ.

 

close დახურვა