პაბლო პიკასოს ნამუშევარი ახალ მფლობელს ელის. პარიზში ლატარიის გამარჯვებული, რომელსაც ცნობილი მხატვრის ტილოს გადასცემენ, ხვალ გამოვლინდება.
ლატარიას საქველმოქმედო მიზანი აქვს. მასში მონაწილეობა მსურველებს 100 ევროდ შეეძლოთ. შეგროვილი თანხა მსოფლიოში წყლის დასუფთავებას მოხმარდება, გამარჯვებულს კი, ლოტოტრონი გამოავლენს. საქველმოქმედო ლატარიაში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო.