პუტინის საჩუქარი თბილისშია. პირველი რუსული თვითმფრინავი საქართველოს დედაქალაქში დღეს დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე დაეშვა. აზიმუტის პირველ რეისს 70-მდე მგზავრი ჩამოჰყვა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რამაც ცხადი გახადა, რომ პუტინის ე.წ. -ლი ჰუმანური ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეებისთვის კომფორტის შექმნას ემსახურება. ბორტით ჩამოფრენილი ქართველი მგზავრებიც ოკუპანტის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ; მრავალჯერ დასმული კითხვის მიუხედავად, ისინი არ აღიარებენ რომ რუსეთი ოკუპანტია და უფრო მეტიც - დიალოგის ახალი ეტაპს აანონსებენ, რომლის პირველი ნაბიჯიც სავარაუდოდ აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება გახდება.
პირდაპირი ფრენა რუსეთიდან
19 მაი 202321:06
3 წუთის საკითხავი