პირველ იანვარს ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ადამიანი.
"რუსების "საახალწლო მილოცვა" ორეხოვში შუადღისას ჩავიდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა", - დაწერა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტელეგრამზე.
რუსებმა უკრაინა დაბომბეს 31 დეკემბერსა და ახალი წლის ღამესაც - შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2 დაიღუპა.
ერთი ადამიანი დაღუპა ხერსონში, ხოლო მეორე - კიევში. ყველაზე მეტი - 22 დაჭრილი კიევიდანაა. დაჭრილები არიან უკრაინის სხვა რეგიონებიდანაც: დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, მიკოლაევი, ხარკივი, ხერსონი, ხმელნიცკი.
დილით ასევე ხმელნიცკის ოლქში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში 22 წლის ქალი გარდაიცვალა.