ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში იმართება რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე შეკრებილები არიან ექიმის ახლობლები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია. ასევე აქციას უერთდებიან მისი კოლეგებიც. მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წევრის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ეს შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
"ზუსტად იმიტომაა აქ ამდენი ადამიანი, რომ ქვეყანა უუნაროა. ხელისუფლება ვერნაირ ქმედით ღონისძიებას ვერ ან არ აკეთებს იმისთვის, რომ ცოცხალი გმირი დაიხსნას. ამიტომ შეიკრიბა სამოქალქო საზოგადოება და მიხარია, რომ აქ ბევრი ადამიანი მოვიდა. პირველ რიგში, მივმართავთ ხელისუფლებას, რადგან მათ აქვთ გარკვეული ბერკეტები პრობლემის მოგვარებისთვის. შემდეგ უკვე მესიჯი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ თემაზე. ვფიქრობ, მათი ზეწოლის საფუძველზე შესაძლებელია, რომ დღესვე მოხდეს ექიმის დაბრუნდება ოჯახში", - აცხადებს მაქარაშვილი.