logo
ENG



პირველადი მონაცემებით, ლვოვში აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

26 მარ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/50vstaazixo3s5m.jpg
Reuters

ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, ლვოვში 2 აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 5 ადამიანია დაშავებული.

მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურასა და შენობებზე ზიანი ამ დროისთვის არ დასტურდება. 

„ახლა რისი თქმაც ჩემიძლია ესაა: ლვოვში 2 რაკეტა აფეთქდა. ინფორმაცია რომ საცხოვრებელ შენობებს ან სხვა ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა არ დატურდება. პირველადი მონაცემებით 5 ადამიანი დაშავდა. დაბომბვის საშიშროება ისევ არსებობს“ - განაცხადა მაქსიმ კოზიცკიმ.

ცოტა ხნის წინ ლვოვში 3 აფეთქების ხმა ისმოდა. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრეი სადოვი ადასტურებს. 


close დახურვა