logo
ENG



პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

18 აგვ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 
omit3rtuv4ioeid.jpg

საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2012 წლიდან სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ამ დროისთვის ის არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ასევე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორია.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას ასახელებს. მისი განმარტებით, თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.


close დახურვა