logo
ENG



პირველი შეხვედრა იყო ტანჯვა, შედეგს არც ახლა ველოდებით - გრიგოლ ვაშაძე

08 დეკ 201918:13
3 წუთის საკითხავი
 
9i8icv84krs7moh.jpg

 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ხელისუფლებასთან შეხვედრაზე უკვე მივიდნენ, თუმცა შეხვედრიდან შედეგის მიღების განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, პირველი შეხვედრა იყო ტანჯვა-წამება და არც მეორე რაუნდისგან ელოდება რამეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარაუდობს, რომ ეს უკვე ცნობილი იქნებოდა ტელევიზიებით.

„პირველი რაუნდი ტანჯვა-წამება იყო, არც ოპოზიციისთვის გასაცემი პასუხი აქვთ და არც საზოგადოებისთვის. არ იციან, რატომ არიან ამ შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ ვერ უძლებენ საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების წნეხს. მომოლოდინი არ მაქვს განსაკუთრებული, ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება არაფერი სერიოზული შეთავაზებით არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ბუკ-ნაღარა იქნებოდა ტელევიზიების  საშუალებით“, - განაცხადა მან.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდომა საერთაშორისო კრიტიკამ, საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის ზეწოლამ აიძულა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან იყო შეთავაზება, საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილი პროექტის დასკვნას დალოდებოდნენ, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ დავლოდებოდით დასკვნას, მაგრამ მათ ასე მოინდომეს, არ ვიცი, ეს კვირას, 6 საათზე რატომ გაკეთდა, ყველას გვყავს ოჯახები, შეგვეძლო ორშაბათს მშვიდად განგვეხილა. ვითხოვთ იმას, რაც ყველა მოქალაქის ინტერესებშია. რაც შეეხება, შეხვედრაზე „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ არყოფნას , შუამავლების საშუალებთ გვქონდა ამაზე საუბარი, ბევრჯერ დავძარით ეს საკითხი, მაგრამ მივაღწევთ ამასაც“, - განაცხადა ვაშაძემ.

დღეს იყო გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების მეორე შეხვედრა პროპორციული საარჩევნო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 


close დახურვა