logo
ENG



პირი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში მგზავრობდა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

19 მარ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, სამართალდამცველებმა ერთი მოქალექე იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოქალაქე თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, იძულებით კარანტინში ათობით ადამიანი გადაიყვანა.

 

 

 

 


close დახურვა