logo
ENG



პირი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მუშაობდა, კორონავირუსით დაინფიცირდა

31 მარ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 
6ftf1enzb8ux3ga.png

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი სამედიცინო ცენტრში გუშინ მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა.

ამ დროისათვის მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, თავად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა.


close დახურვა