logo
ENG



პირი, რომელმაც თბილისში ცოლი ყელის არეში დაჭრა დააკავეს

11 თებ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 
vlccsbi3zf6yqwn.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


close დახურვა