logo
ENG



პირობას გაძლევთ ყველგან მივალთ - კალაძემ გლდანში კეთილმოწყობილი სივრცე გახსნა

14 ნოე 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
antu234vojyy4ym.jpg

თბილისის მერმა კახი კალაძემ გლდანში კეთილმოწყობილი სივრცე გახსნა. კალაძემ ამის შესახებ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა - მერს გლდანიდან ჰქონდა ჩართვა.

„ამ წუთებში ვიმყოფებით გლდანში მეხუთე მიკრორაიონში, სადაც კიდევ ერთი მაგარი პროექტი დავასრულეთ, ეს არის არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. აქ ძალიან ბევრი პატარაა და მათთვის შეიქმნა ძალიან მაგარი ადგილი. იყო ბევრი ფარეხები, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით ავიღეთ.

აქ არის ორი მოედანი, ცხოველებისთვის გასასეირნებელი ადგილი, არის ბავშვებისთვის საქანელები, არის ფანჩატურები ყველა თაობის ადამიანისთვის და რა ვიცი, მაგარი გამოვიდა. პირობას გაძლევთ ყველგან მივალთ, არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა," - განაცხადა კალაძემ. 

ამავდროულად, რუსთაველის წინ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და საზოგადოების ნაწილი აქციებს მართავს - ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ეს მოთხოვნა პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მოყვა - საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.


close დახურვა