არც ამ ახალ წელს ჩაუვლია დანაკარგის გარეშე. დაიწვა სახლები და დაშავდნენ მოქალაქეები. მიზეზი პიროტექნიკაა. ადამიანებმა მიიღეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე დაზიანებები. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოში მალე შევა ინიციატივა რეგულაციების გამკაცრების შესახებ.