logo
ENG



პისტორიუსი: პუტინმა, შესაძლოა, 5-8 წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტიოს

19 იან 202416:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/19/swppayt4lifb91l.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 5-8 წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტიოს.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყნებსაც შეუტიოს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება 5-8 წელიწადში.

კრემლი თითქმის ყოველდღე იმუქრება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს აშინებს. სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე", - აღნიშნა მან.

მანამდე, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.


close დახურვა