logo
ENG



პისტორიუსი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ

19 თებ 202413:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/mlgfl8epczoe7lc.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა, მაგრამ, შესაძლოა, ეს 5-8 წელიწადში მოხდეს", - აღნიშნა მან.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება. მისი თქმით, ეს თავად აშშ-ის ინტერესებშია.

მანამდე, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.


close დახურვა