logo
ENG



პისტორიუსი სამხედრო დახმარების გაორმაგებაზე: სიგნალია უკრაინისთვის, რომ მარტო არ დავტოვებთ

13 ნოე 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/y3ewjlqjhv7dn6c.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, სამხედრო დახმარების გაორმაგება "ძლიერი სიგნალია უკრაინისთვის, რომ მარტო არ დარჩება".

"სამხედრო დახმარების გაორმაგება მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინამ ბრძოლა უნდა განაგრძოს.

ამავდროულად, საზოგადოების ყურადღების ნაწილი მთელ მსოფლიოში ისრაელზეა მიმართული", - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.

გუშინ, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს. კერძოდ, მომდევნო წელს გერმანია უკრაინას $8.5 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს.


close დახურვა