„საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს,“ - ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას კიდევ ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი უერთდება. ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისასტიკესა და მტრობაში არის ჩართული.
„ვეთანხმები ჩემს კოლეგა კონგრესმენ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, იყენებს სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს და უპირისპირდება ამერიკულ ინვესტიციებს, რომლებიც ორივე ქვეყანას დაეხმარებოდა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,“ - წერს პეტ ოლსონი.