logo
ENG



პლახოტნიუკს შეერთებულმა შტატებმა დამატებით სანქციები დაუწესა

27 ოქტ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოვიდან გაქცეულ ოლიგარქ პლახოტნიუკს შეერთებულმა შტატებმა დამატებით დაუწესა სანქციები. სიაში მოლდოვის ყოფილი ლიდერი მარტო არ არის - სულ 9 პირი და 12 კომპანია. რუსეთის გავლენების გაძლიერება, არჩევნებში ჩარევა, ოპონენტებზე ზეწოლა სასამართლოსა და სამართალდამცველი სტრუქტურების გამოყენებით - პლახოტნიუკის მმართველობის ეს მეთოდები საქართველოში ბიძინა ივანიშვილისთვისაა დამახასიათებელი - სწორედ ამგვარი პარალელი გაავლო დღეს ოპოზიციამ. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველის დასანქციერება ახლა დროის საკითხია.


close დახურვა