logo
ENG



პოდოლიაკი: დასავლეთის მხრიდან ყოველი განცხადება ცის არდაკეტვაზე რუსეთს აქეზებს

19 მარ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: დასავლეთის მხრიდან ყოველი განცხადება ცის არდაკეტვაზე რუსეთს აქეზებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერების მხრიდან განცხადებები, რომ NATO უკრაინის ცას არ დახურავს რუსეთს აქეზებს, რომ უკრაინაში ადამიანების მასობრივი მოკვლა გააგრძელოს. 

პოდოლიაკი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ქრისტინ ლამბრეხტის გუშინდელ განცხადებას გერმანულ მედიასთან, რომ NATO რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება და უკრაინაში ცას არ დახურავს.

"გერმანიის მინისტრმა ლამბრეხტმა ღიად თქვა: „NATO არ ჩაერევა კონფლიქტში და არ დახურავს ცას უკრაინაში“. ყოველი ასეთი განცხადება ევროკავშირის პოლიტიკოსების მხრიდან აქეზებს რუსეთს, რომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობები მოაწყოს. თუ არ აღიარებთ ომს და პუტინის გეშინიათ, მინიმუმ პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ.“ - ტვიტერზე წერს მიხაილო პოდოლიაკი.

 

close დახურვა