logo
ENG



პოდოლიაკი: ერთადერთი გზა კატასტროფის შესაჩერებლად საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაა

22 ოქტ 202217:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/zzmy419o9l97p5h.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ერთადერთი გზა კატასტროფის შესაჩერებლად საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაა.

"უკრაინის ინფრასტრუქტურის დარტყმით კრემლს სურს ახალი ლტოლვილების ევროპაში გაქცევის პროვოცირება. შეძლებს თუ არა პუტინი საკუთარი გეგმის განხორციელებას, ეს დამოკიდებულია ევროპის დედაქალაქის ლიდერებზე. ერთადერთი გზა ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად არის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დამატებითი რაკეტების სწრაფად გადაცემა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმები მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს, მათ შორის, კიროვოგრადის რეგიონში კროპივნიცკსა და გოლოვანევსკში, მტერმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტს ოდესის რეგიონში, ქალაქ როვნოში.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ოქტომბერს, მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანდა.


close დახურვა