logo
ENG



პოდოლიაკი: იარაღის მიწოდების შეჩერება ომს არ წყვეტს, გამოსავალი რუსული ჯარების გაყვანაა

10 მაი 202316:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/10/o071fh5tvn80jre.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება ომს არ წყვეტს, გამოსავალი კი რუსული ჯარების გაყვანაა.

"კიდევ ერთხელ... უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება აბსოლუტურად არ წყვეტს ომს დაუყოვნებლივ. ეს არის სუფთა ოქსიმორონი. ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა უცხო ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან...

ხოლო მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ ომის გაფართოებას, სხვა ტერიტორიებზე გადასვლას, ომის დანაშაულთა მკვეთრ ზრდას და მშვიდობიანი მოსახლეობის ტოტალურ განადგურებას ნიშნავს. სწორი აქცენტები გააკეთეთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

6 მაისს, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ერთადერთი ტაქტიკა, რაც რუსეთს დარჩა, მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა ტიპის რაკეტა გამოიყენა.


close დახურვა