უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს.
ეს განცხადება პოდოლიაკმა Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა.
“პირველ რიგში, მოსკოვის ანტისემიტური განცხადებები, ახლა მასობრივი სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. ლვოვი, ვინიცი, კოროვოგრადი. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. სულ უფრო ნაკლები განსხვავებაა კრემლსა და ISIS-ს შორის, თუნდაც სიტყვიერ დონეზე“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა.
აფეთქებები იყო ლვივში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა.
ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით.