უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ლუჰანსკის ან დონეცკის გათავისუფლება რუსეთის ფრონტს დაანგრევს.
"პირველ რიგში, აუცილებელია საჰაერო თავდაცვის სისტემებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. იმიტომ, რომ რუსეთი მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს შეებრძოლება.
მეორეც, ლუჰანსკის ან დონეცკის გათავისუფლება დომინოს ეფექტს გამოიწვევს, რუსეთის ფრონტს დაანგრევს და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.