უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა.
"ნება მომეცით შეგახსენოთ. რუსეთი უკრაინაში ყალბი საბაბით შემოიჭრა, ქალაქების დაბომბვა, ხალხის სიკვდილით დასჯა, სახლების ძარცვა, ოჯახების გაყოფა, წიგნების დაწვა, ინფრასტრუქტურის განადგურება. პროპაგანდისტები მათ [რუსებს] ბავშვების მკვლელობისკენ მოუწოდებენ. დაასახელეთ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ჯერ კიდევ არ არის აღიარებული გენოციდად?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.