უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის მხრიდან უკრაინის დატოვებაა.
"საფუძვლების შეხსენება.
- რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა სუვერენულ ქვეყანაში.
- რუსეთის ფედერაცია ქალაქებში რაკეტებს უშვებს.
- რუსეთის ფედერაცია ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს მილიონობით ადამიანის გაყინვის მიზნით.
სხვა ტირანები უყურებენ. ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის მხრიდან უკრაინის დატოვებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 21-ე საუკუნე იქნება სისხლიანი კონფლიქტების ხანა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.