უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება იყოს დიალოგის საგანი მსოფლიოსთან.
"რეალობა, რომელიც უკვე აღიარებულია მსოფლიოს დედაქალაქებში, მაგრამ ჯერ არ არის აღიარებული მოსკოვში: პუტინი არ შეიძლება იყოს დიალოგის საგანი მსოფლიოსთან, რადგან მას არ აქვს საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა თავად რუსეთში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
პოდოლიაკის თქმით, კრემლი უკრაინას არ სთავაზობს ერთ მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს, არამედ უბრალოდ სურს ფეხის მოკიდება უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.