logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთი პასუხისმგებელია დრონებით თავდასხმაზე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

31 მაი 202314:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/v4t0y2r9vq46emu.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმაზე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე, რასაც აკეთებს, მათ შორის [დრონებით] დარტყმებზე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

გუშინ, პოდოლიაკმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობას უარყო. მისი თქმით, "ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა".

რუსული მედიის ცნობით, 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.


close დახურვა