logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა, მის სიტყვებს ფასი არ აქვს

13 მაი 202208:52
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა, მის სიტყვებს ფასი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთი NATO-ს შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის, რაც კლასიკური ფარისევლობაა.

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც მით უმეტეს, საუბრის დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი", - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა პოზიცია შეცვალა და ახლა უკვე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გარდა, მისი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა.


close დახურვა