logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისთვის

13 ნოე 202215:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/swdpdpq74plj05w.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისთვის.

"დემორალიზაცია. ომის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციაში მცირდება. საზოგადოებაში იწყება აზრის ჩამოყალიბება: "დროა დასრულდეს". რუსეთი პოლიტიკურად და მენტალურად ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისა და ჯარების გაყვანისთვის. მაგრამ ეს მოხდება. დონეცკის ან ლუჰანსკის გათავისუფლებისთანავე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა