logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს

12 მარ 202222:26
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ახლა ვიდეოფორმატში უწყვეტად გრძელდება.

მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც.

„რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტად მიმდინარეობს. სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები შეიქმნა. უკრაინის პოზიციები წინა დირექტივების შესაბამისად განისაზღვრება“, - ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა, მეორე რაუნდი კი 3 მარტს.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა და 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ არსებობდა გარკვეული პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით.


close დახურვა