logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთმა უკრაინის დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა

02 მაი 202311:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/jeujmwqstplgjz6.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა.

"უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი სარაკეტო თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტაქტიკის გარკვეულ ცვლილებაზე მიუთითებს. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ისინი პირდაპირ ურტყამს სამოქალაქო, ამ შემთხვევაში, მრავალბინიან შენობებს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთმა დაბომბვის ტაქტიკა რამდენიმე მიზეზის გამო შეცვალა. მისი თქმით, რუს ოკუპანტებს შეუძლიათ უკრაინის არმიის პროვოცირება კონტრშეტევის დასაწყებად.

"ეს ასევე შეიძლება იყოს პროვოკაცია, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ - ოკუპანტებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დასავლეთს მოლაპარაკების აუცილებლობაზე უფრო მეტად ალაპარაკებს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა, შესაძლოა, ფრონტზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმის შესაძლებლობა განიხილონ, უკრაინის არმიის წარმატებული მოქმედებების შემთხვევაში.


close დახურვა