logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული ტაქტიკა, როგორც შესაძლო თავდასხმის ნაწილი

06 თებ 202315:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/alqutovb7ulgnn9.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული ტაქტიკა, როგორც შესაძლო თავდასხმის ნაწილი.

"პანიკა, შიში და ისევ პანიკა. და ასევე - ფართომასშტაბიანი შიდა საინფორმაციო კონფლიქტები. სწორედ ამაზე დებენ ფსონს რუსები ომის ჰიბრიდული კომპონენტის გააქტიურების ფარგლებში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

პოდოლიაკის თქმით, ახლა რუსები შეშინებული არიან უკრაინის ჯარების გამძლეობით, რომლებმაც ომის 11 თვის განმავლობაში, ღირსეულად მოიგერიეს მათი თავდასხმები.

"ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა განვასხვავოთ რუსეთის ფედერაციის რეალური შესაძლებლობები და რუსეთის ფედერაციის სიტყვები ამ შესაძლებლობების შესახებ. რუსმა პროპაგანდისტებმა იციან ხმამაღლა საუბარი გამარჯვებებზე, რომლებიც არ არსებობს. რეალურად, რა ხდება? ისინი [რუსები] პატარა დასახლებებსაც კი ვერ იღებენ და მოქმედებენ "გადამწვარი მიწის" მეთოდით: ბომბავენ ტერიტორიას და შედიან სოფლებში, სადაც ცოცხალი არავინ რჩება", - განაცხადა პოდოლიაკმა.


close დახურვა