logo
ENG



პოდოლიაკი: საქართველომ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა, ეს TI-მ აჩვენა

28 აპრ 202222:25
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: საქართველომ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა, ეს TI-მ აჩვენა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას.

პოდოლიაკის თქმით, TI-მ აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ აჩვენა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე უარი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა რუს ოლიგარქს შეეხება "დეოლიგარქიზაცია"- წერს პოდოლიაკი.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

გუშინ, 27 აპრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს.

როგორც TI-ს თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა განაცხადა, ივანიშვილი 2012-19 წლებში, მინიმუმ, 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში და მისი განცხადებები, თითქოს არ ჰქონდა ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ, იყო არასწორი და ტყუილი.


close დახურვა