უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამაზე პოდოლიაკმა უკრაინა 24-თან ისაუბრა.
"თუმცა [მოლაპარაკების პროცესი] აღდგება და როგორც წარმომიდგენია, მოდერატორი იქნება ზელენსკი"- თქვა პოდოლიაკმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რომ კიევი პრაქტიკულად გამოვიდა მოლაპარაკებებიდან.
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.
29 მარტს, სტამბოლში მოლაპარაკებების რაუნდზე უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.